Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ასევე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. მისი ცნობით, მებრძოლები გუშინ, 5 თებერვალს, ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.

"სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს", - წერს ვანო ნადირაძე ფეისბუკზე.

  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
  • ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG