Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა


ფოტო არქივიდან: მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო არქივიდან: მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელ X-ში.

„მე მიმაქვს ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას.

ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება საიმედო მეზობლად“, - წერს მაია სანდუ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაია სანდუ ომში მყოფ უკრაინაში ჩადის.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG