Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერიეს


ფოტო არქივიდან. მოსკოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად დამწვარი ავტომობილი. 2024 წლის 10 ნოემბერი
ფოტო არქივიდან. მოსკოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად დამწვარი ავტომობილი. 2024 წლის 10 ნოემბერი

მოსკოვის ოლქში რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი იუწყება. უკრაინას ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

24 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათიდან, დაახლოებით 20-წუთიანი ინტერვალებით სობიანინის ტელეგრამ-არხზე ოთხჯერ გამოქვეყნდა ცნობები, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში ჩამოაგდო დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები.

სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატები ჯერ მოსკოვის ოლქის ქალაქებში, კოლომნასა და რამენსკოეში მოიგერიეს, შემდეგ ორი დრონი - პოდოლსკში, ამის შემდეგ - შჩოლკოვოში და ბოლოს - ტროიცკში.

მოსკოვის მერის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები.

მოსკოვზე დრონებით ბოლო შეტევა 2024 წლის ნოემბერში იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG