Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ნოემბრის დილით მოსკოვის ოლქზე დრონებით ფართო შეტევა განხორციელდა


"თვითმკვლელი" დრონის ამოვარდნა. 9 ნოემბერი. 2024. რუსეთის რეგიონებზე 10 ნოემბერს ათეულობით დრონით იერიში განხორციელდა
"თვითმკვლელი" დრონის ამოვარდნა. 9 ნოემბერი. 2024. რუსეთის რეგიონებზე 10 ნოემბერს ათეულობით დრონით იერიში განხორციელდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქზე 10 ნოემბრის დილით ათეულობით დრონით განხორციელდა იერიში. ცნობით, რომელიც გაავრცელა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, სულ მცირე 32 დრონი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რამენკის, დომოდედოვოს და კოლომნის თავზე. მერი ამტკიცებს, რომ დრონების სამიზნე მოსკოვი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის თავზე ჩამოგდებულია 70 დრონი, მათგან 34 მოსკოვის ოლქში.

მოსკოვის დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. შემდეგ ასეთივე შეზღუდვა დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტში. მოგვიანებით აეროპორტებმა განაახლეს მუშაობა. ოფიციალურად მოსკოვის ოლქში ერთი დაშავებულის შესახებ იტყობინებიან. სოციალურ ქსელებში წერენ გაჩენილი ხანძრების შესახებ. უკრაინის სამხედროებს მოსკოვის ოლქზე იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუვრცელებიათ. რუსეთის დედაქალაქის არეალი ადრეც იყო იერიშის სამიზნე, მაგრამ 10 ნოემბრის თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მოსკოვის გარდა, დროებით იერიშის სამიზნე იყო ასევე ბრიანსკის, როსტოვის, ბელგოროდის და კურსკის ოლქები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG