Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებული 8 ადამიანი.

12:51 11.1.2025

“გვაწამებთ და ამას აყურებინებთ ჩვენს ოჯახის წევრებს”, - თქვა ვასილ კაძელაშვილმა სასამართლო სხდომის განახლების შემდეგ.

12:40 11.1.2025

“სასწრაფომ ირაკლი მიმინოშვილს უთხრა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი უჰაერობა გახდა”, - თქვა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ და ისევ მოუწოდა დარბაზის შეცვლისკენ.


“რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას”? - იკითხა მოსამართლემ.

ამის პასუხად მიმინოშვილმა მოითხოვა, მოსამართლე, სხდომის მდივანი ან მანდატური შევიდეთ მათ კაბინაში და გადაამოწმონ, სიმართლეს ამბობს თუ ტყუილს.

ადვოკატებმა სამედიცინო დასკვნაც აჩვენეს მოსამართლეს, სადაც, მათი თქმით, ცუდად გახდომის მიზეზად უჟანგბადობა წერია.

12:35 11.1.2025

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

სასამართლო პროცესზე მოღიმარი ბიჭი, რომლის ფოტო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების საქმეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილია. ის 4 დეკემბერს თბილისში, საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს - ირაკლი მიმინოშვილის საქმეზე წაიკითხეთ აქ:

12:33 11.1.2025

სხდომა განახლდა. დაწყებამდე ერთ-ერთმა დამსწრემ დარბაზში საქართველოს დროშა გაშალა.

"ეს დროშა გეძღვნებათ თქვენ", - თქვა დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG