Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებული 8 ადამიანი.

12:07 11.1.2025

გამოცხადდა შესვენება 15 წუთი. ირაკლი მიმინოშვილთან სასწრაფოს ელოდებიან

12:07 11.1.2025

უჰაერობის გამო დარბაზის დატოვება ითხოვა ირაკლი მიმინოშვილმა. დაკავებულების ნაწილმა წყალი მოითხოვა. ადვოკატმა წყლის მოსატანად დარბაზიდან გასვლა ითხოვა.

“შესვენება არ გამომიცხადებია”, - თქვა ირაკლი ხუსკივაძემ, მანდატური მოუტანს. დარბაზიდან დამსწრემ გაუწოდა ადვოკატს წყლის გახსნილი ბოთლი.


“მოსამართლე, თქვენ დალევდით ასე მოწოდებულს?”, - იკითხა გუჯა ავსაჯანიშვილმა და დარბაზიდან წყლის მოსატანად მაინც წავიდა. პროცესი შეფერხებებით გრძელდება.

ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს.

12:04 11.1.2025

“ერთ სკამზე სამი კაცი ვსხედვართ”, “ჩვენს ადგილს პოლიციელები იკავებენ”, “ჰაერი არ გვყოფნის”, “შვილია ჩვენი შვილი, თქვენ შვილი არ გყავთ?” - მშობლები პროტესტს გამოხატავენ მოსამართლის გადაწყვეტილების გამო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომა არ გადაიტანა დიდ დარბაზში.


ერთ სკამზე ორი და სამი კაცი ზის, გარეთაა დარჩენილი ორჯერ მეტი დასწრების მსურველი. ჰაერი არაა. დაკავებულები მოსამართლეს ეუბნებიან, რომ მათთვის განკუთვნილ ადგილას ვერ ეტევიან და ვერ სუნთქავენ.

"კონდიცირება ჩართეთ", - ამბობს მოსამართლე. დარბაზში დამატებითი მაგიდა შემოიტანეს.

ირაკლი მიმინოშვილი ფეხზე დგას. უკანა სკამზე დაჯდომა არ სურს.

“ჩემებს ვერ ვხედავ იქიდან, ამიტომ ვდგავარ, წინ ვერ ვეტევი”. აუხსნა მან მოსამართლეს. პროცესი გრძელდება

11:26 11.1.2025

სხდომის დარბაზის პირველ რიგში ადგილებს პოლიციელები იკავებენ.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მათ შორის არიან ისინიც, ვინც პარლამენტთან აქტივისტებს სცემს და აკავებს.

“რატომ იკავებენ ისინი წინა რიგებს და რატომ ეუბნებით ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს დარბაზის შეცვლაზე უარს?” - იკითხა ადვოკატმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG