Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ხუთ ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალი რუსეთში "კროკუსზე" თავდამსხმელებთან კავშირის გამო


საკონცერტო დარბაზი "კროკუს სიტი ჰოლი" თავდასხმის შემდეგ. 29 მარტი, 2024 წელი
საკონცერტო დარბაზი "კროკუს სიტი ჰოლი" თავდასხმის შემდეგ. 29 მარტი, 2024 წელი

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ხუთ სავარაუდო წევრს, რომლებიც, გამოძიების ვერსიის თანახმად, მონაწილეობდნენ 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში.

მაშინ 145 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდო თავდამსხმელები დააკავეს.

ჰოფიზჯონ უსმონოვი, მუტუელო ასოევი, რახმატულო სალიკოვი, მუჰამადრაჰიმ ფაიზოვი და ხამზა მუხამედი, გამოძიების ვერსიის თანახმად, დაკავშირებული იყვნენ "კროკუსზე" თავდამსხმელებთან.

ერთ-ერთი მათგანი, როგორც ამტკიცებენ, სთავაზობდა ბომბის ჩადებას მოსკოვის სხვა სავაჭრო ცენტრში 800 ათას რუბლად, იტყობინება სააგენტო "ანადოლუ".

ბრალდებულებს გაასამართლებენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი მრავალი ქვეყნის ხელისუფლების, მათ შორის, თურქეთის, მიერ. ამ პირებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 7,5-დან 15 წლამდე.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ფაიზოვის, შესახებ ცნობილია, რომ ის ტაჯიკეთის მოქალაქეა. უსმონოვი, სავარაუდოდ, ცხოვრობდა ისლამური სახელმწიფოს კონსპირაციულ ბინაში "კროკუსზე" თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულ, შამსიდინ ფარიდუნისთან ერთად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG