Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ასპრია ფიტნესი": ინვენტარის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს


"ტვ პირველი" აცხადებს, რომ მიაწოდეს "ასპრიას" ტერიტორიაზე მომხდარის ამსახველი ფოტო.
"ტვ პირველი" აცხადებს, რომ მიაწოდეს "ასპრიას" ტერიტორიაზე მომხდარის ამსახველი ფოტო.

სპორტდარბაზი "ასპრია ფიტნესი" ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "დინამოს" სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში ნიღბიანი პირები შევიდნენ და განცხადებაში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ იმართლეს არ შეესაბამება დარბაზის ინვენტარის დაზიანების შესახებ ცნობები.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ასპრია ფიტნესის ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

ასპრია ფიტნესის დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს", - წერია სპორტდარბაზის განცხადებაში.

მანამდე "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 100-მდე ადამიანი ადგილზე ეძებდა კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას, რომელიც, მათივე თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია.

გამოცემა "ტაბულას" კი თვითმხილველმა უთხრა, რომ "ასპრიას" "დინამოს" ფილიალთან ნახა შავებში ჩაცმული პირები, რომელთა შორისაც იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება".

შემთხვევასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი პასუხი, მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG