მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 24 დეკემბერს გამოსცა და უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
ამ გადაწყვეტილებით, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებს [1, 2 და 7 იანვარი] კიდევ ხუთი დღე დაემატა და საჯარო სამსახურები 1-დან 12 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.
- "ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
- ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე", - წერია დადგენილებაში.
ფორუმი