Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვით, უკრაინელების თითქმის ნახევარი თანახმაა ნატოში შესვლაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე


უკრაინის და ევროკავშირის დროშები ნატოს ემბლემის ქვეშ კიევში, ევროპის მოედანზე. ივლისი, 2023 წელი
უკრაინის და ევროკავშირის დროშები ნატოს ემბლემის ქვეშ კიევში, ევროპის მოედანზე. ივლისი, 2023 წელი

გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების 47% მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში შესვლას იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დარჩება.

გამოკითხვა 2024 წლის 29 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა ილკო კუჩერივის სახელობის ფონდმა, "დემოკრატიულმა ინიციატივებმა", რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად, იტყობინება "ევროპეისკაია პრავდა".

2024 წლის დეკემბერში, რესპონდენტთა 47%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას უკრაინის ნატოში შესვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება. ეს 14 საპროცენტო პუნქტით მეტია 2023 წლის ივნისის შედეგებთან შედარებით.

გამოკითხულთა 36% ნატოში შესვლას მხარს არ დაუჭერს, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იქნება. ეს მონაცემები 16 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ივნისში.

უფრო ხშირად, ნატოში შესვლას - იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება - არ ემხრობიან გამოკითხულები, რომელთა ასაკი 50 და მეტი წელია (40%), ასევე ისინი, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცხოვრობდნენ დასავლეთ (36%), ცენტრალურ (38%), სამხრეთ (48%) რაიონებში და ისინი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ (46%), ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰყავთ ახლობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (42%).

გამოკითხულთა 55%-ის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო ვარიანტი ნატოში შესვლაა.

საერთაშორისო გარანტიებით ნეიტრალური სტატუსის მიღებას ემხრობა გამოკითხულების 12 %.

ფორუმი

XS
SM
MD
LG