Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

18:28 5.12.2024

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ალექსანდრე ქავთარაძე
ალექსანდრე ქავთარაძე

16:51 5.12.2024

მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა სამართალდამრღვევად ცნო სა 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გიორგი ხაჭაპურიძეს. ის 4 დეკემბერს ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს. გიორგი ხაჭაპურიძეს დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებისას შეასხეს წიწაკის სპრეი.

გიორგი ხაჭაპურიძე
გიორგი ხაჭაპურიძე

ის სისხლით დასვრილი შარვლითა და ზედით მოიყვანეს პროცესზე იზოლატორიდან, ცემის კვალი ეტყობა ცხვირსა და თვალზე. გიორგი ხაჭაპურიძემ მოყვა, რომ აქციაზე არ იყო, მეგობართან მიდიოდა რუსთაველის გავლით, ახსოვს, რომ ფარი მიაწოდა სპეცრაზმელს და ამ დროს დააკავეს. ვერ აზუსტებს, დაკავების დროს, მეტროს რომლითაც ისარგებლა მეგობრის მისამართს.

მან თქვა, რომ "ომის მონაწილე და ვეტერანია, თავში აქვს იმპლანტი გაკეთებული და თავში რტყმისგან ვერ აზროვნებს საღად". სასამართლოს მშობლებმა მიაწოდეს ვეტერანობის დამადასტურებელი საბუთი. დაიკითხა ორი პოლიციელი, აქედან ერთმა თქვა, რომ დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორემ კი განაცხადა, რომ დაკავებაში გდდ-ს თანამშრომლები დაეხმარნენ.

თავად 10-12 მეტრის დაშორებით იდგნენ და გაიგონეს, როგორ აგინებდა ხელისუფლებას და რუსეთს. პოლიციელებს - არა. არც ერთ არ ჰქონდა სამხრე კამერები ჩართული. "24-საათი ვმუშაობთ და მაგ დროისთვის დაჯდაო". მოსამართლემ სარწმუნოდ არ მიიჩნია დაკავებულის მონათხრობი, რაც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს თქვა.

გიორგი ხაჭაპურიძის მხარე ძალადობის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

16:20 5.12.2024

გიორგი ხაჭაპურიძის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი გიორგი ბეგალიშვილი. მან თქვა, რომ იდგა გდდ-ს სამი მწკრივის უკან, ქაშვეთთან, რუსთაველზე, 10-12 მეტრის დაშორებით. დაინახა, რომ გიორგი ხაჭაპურიძე იგინებოდა უმისამართოდ. სამხრე კამერების ჩანაწერები არ აქვს, რადგან "დილიდან ამუშავებდა და ღამით დაუჯდა". ასევე თქვა, რომ მან მიიღო დაკავების გადაწყვეტილება. მეორე პოლიციელის თქმით, მათ სპეცაღჭურვილობა არ აქვთ და გდდ-ს თანამშრომლები დაეხმარნენ დაკავებაში.

საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციის დაშლა 4 დეკემბერი, 2024
საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციის დაშლა 4 დეკემბერი, 2024


"გიორგი ხაჭაპურიძე იგინებოდა, ილანძღებოდა უმისამართოდ, ცდილობდა დაერღვია კორდონი, არაერთხელ მოვუწოდეთ და არ გვემორჩილებოდა. პოლიცია იდგა სახით რუსთაველისკენ, დაწინა მხარეს იდგა და ცდილობდა კორდონის გარღვევას.

მე ვიყავი დაკავებულისგან 10-12 მეტრის მანძილზე, გდდ-ს უკან. ჩემს წინ იყო ორი სამი რიგი. 24 საათის რეჟიმში სულ ჩართული გვაქვს სამხრე კამერები, დილით იყო დატენილი სამხრე კამერა, მაგ დროისთვის იყო დამჯდარი.

რამდენჯერმე მივიდა კორდონთან და ცდილობდა ხელით შეღწევას. დაკავების გადაწყვეტილება მივიღე მე.

ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობა მოუწოდებდა დაეტოვებინა ტერიტორია. პოლიციელებიც მოვუწოდებდით.

ადვოკატი: როგორ გაარჩიეთ რომ იგინებოდა? თუ ასეთი ხმაური იყო?

პოლიციელი: ვხედავდი
ადვოკატი: ერთია ხედავდით მეორე გესმოდათ,

პოლიციელი: ვხედავდი და ნესმოდა

ადვოკატი: მაგრამ ის ვერ დაინახეთ, რომ ფარი ხელში ეკავა და სპეცრაზმს აწვდიდა.

მეორე დაკითხულმა პოლიციელმა თქვა: კი სხვათაშორის მახსოვს, რომ ფარი ხელში ეჭირა, მერე რა მოხდა არ ვიცი.

.... იგინებოდა მთავრობის მიმართ, მეზობელი ქვეყნის მიმართ. გდდ-ს თანამშრომლები, რობოკოპები) დაგვეხმარნენ და შემდეგ პატრულმა წაიყვანა".

15:54 5.12.2024

სასამართლოზე შემოიყვანეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი გიორგი ხაჭაპურიძე. მას სახეზე ეტყობა სისხლის კვალი, აცვია შავი ჰუდი და ჯინსი, რომელიც სრულად სისხლითაა მოსვრილი. ის 4 დეკემბერს დააკავეს.

გიორგი ხაჭაპურიძე
გიორგი ხაჭაპურიძე


მშობლების თქმით, დაკავებული ომის ვეტერანია, "თავში აქვს იმპლანტი გაკეთებული და თავში რტყმისგან ვერ აზროვნებს საღად".

გიორგი ხაჭაპურიძის ადვოკატის თქმით, ის არ იყო აქციაზე, არამედ მიდიოდა რუსთაველის გავლით თავის მეგობართან. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ადამიანები მიდიოდნენ მეტროსკენ და დააკავეს. მას დეტალები არ ახსოვს, რადგან თავში ინპლანტი აქვს

გიორგი ხაჭაპურიძე ამბობს: "მეგობარი პარლამენტის უკან ცხოვრობს, არ ახსოვს რომელი მეტროდან ამოვედი, დაკავების მერე რაც დამმართეს მაგიტომ, არ მახსოვს არც დაკავების ადგილი, სავარაუდოდ ჭიჭინაძეზე. გასროლის ხმაც გავიგე, წიწაკის სპრეიც იყო. რუსთაველზე დაუვარდა ვიღაცას ფარი მივაწოდე და მაგ დროს დამაკავეს".

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი ეკითხება, თუ რუსთაველზე დაგაკავეს ჭიჭინაძეზე როგორ მოხვდით? მეტროდან რომ ამოხვედით 12-მდე საათნახევარი სად იყავით? (მიანიშნებს დაკავების დროზე)

"არ მეგონა თუ ასე მოიქცეოდნენ, მშვიდობიანად ვიყავი, არ ვიგინებოდი, შეურაცხყოფას არ ვაყენებდი".
- ანუ ადასტურებთ, რომ აქციაზე რაღაც დრო იყავით
- ჰკითხა მოსამართლემ და დაამატა: თქვენ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ და მიდიხართ იმ გზით, სადაც მიტინგია თქვენს მეგობართან, ასევე, ნასვამი იყავით, არ გიფიქრიათ რომ თქვენთვის საფრთხის შემცველი იყო იმ გზით წასვლა?
- დიახ.
- მაგრამ მაინც წახვედით?
- დიახ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG