Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

15:42 5.12.2024

"ვფიქრობ, რომ თარგეთირებული (სამიზმე) ვარ, მაინტერესებს, შსს ყველას დაბარებას აპირებენ?", - იკითხა ნანა მალაშხიამ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა:

"თქვენ არ ხართ პირველი, უამრავი პროცესი ტარდება, გრაფიკი არის საჯარო და ნახავთ, რომ სამწუხაროდ, ბევრი სამართალდღვევაა".

"მე ამას აღვიქვამ შსს-ს მხრიდან ზეწოლად და რეპრესიად", - ჩაურთო ნანა მალახშიამ, რაზეც მოსამართლემ თქვა, რომ მას არ ედავებიან და უკრძალავენ გამოხატვის თავისუფლებას.

"კი ბატონო გამოხატე მოსაზრება, მაგრამ თუ არ არის იმის საჭიროება, რომ სავალი ნაწილი გადაკეტო... ამაზეა საუბარი და არა ზოგადად შეზღუდვაზე. აქ არ არის საუბარი, რომ იაქტიურეთ, აქ აქტიურობაზე არ არის. კანონი ითვალისწინებს რომ ესეთი გარემოება თუ არის, მე ვიქნები თქვენ თუ სხვა, ითვალისწინებს ამას.

ნანა მალაშხია
ნანა მალაშხია


ჩანაწერებიც იყო ტელევიზიაში, ერთი სასწრაფოთი მიდიოდა, ის იყო, ეს იყო. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე კი არა, რომ ადამიანმა მოსაზრება არ გამოხატოს, არამედ საუბარია იმაზე, თუ შეგიძლიათ ეს მოსაზრება სხვა ადგილას გამოგეხატათ იმისთვის, რომ სხვისი უფლება არ შეზღუდულიყო. ერთ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი გამოხატვის თავისუფლება მაქვს და ყველგან ეს შემიძლია მეორე შემთხევაში სიცოცხლის და ჯამრთელობის უფლება ასეთივე კანონითაა დაცული. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, ამაზე ვლაპარაკობთ, ხომ მეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანია?

პასუხად ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა თქვა, რომ თუ ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, შსს-ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რაც საქმეში არ არის.

15:07 5.12.2024

მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ნანა მალაშხია გზის გადაკეტვის საქმეზე 500 ლარით დააჯარიმა

ნანა მალაშხია
ნანა მალაშხია

"აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩემი აზრით, სხდომაზე იყო შსს-ს ორი წარმომადგებელი. არ ვიცი, რას აპირებენ, რატომ ჰგონიათ, რომ რამე გამაჩერებს ან იმ მოქალაქეებს რომელთა მიმართაც სასტიკი ფორმებით ხდება ფიზიკური და სამართლებრივი ანგარიშსწორება. მგონია რომ საშინელებათა ფილმს ვუყურებთ, მაგრამ ამ ფილმს დავასრულებთ", - თქვა ნანა მალაშხიამ.

14:24 5.12.2024

2200 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რეზო დუმბაძეს, რომელსაც შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რეზო დუმნაძე ნათია ბუნტურთან ერთად დააკავეს და მანთან ერთად იყო დაკავების მანქანაშიც.

რეზო დუმბაძე
რეზო დუმბაძე

იურისტების განმარტებით, მისი საქმე ბუნტურის ქეისისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ მას ჯარიმა დააკისრეს.

"შსს-ს თანამშრომელი, რომელიც მოწმედ დაიკითხა ისე დაიბნა, რომ თქვა მე არ ვყოფილვარ დაკავებაზეო, არადა როგორც დამკავებელი ისე გამოიძახეს მოწმედ. ეს ნამდვილი სასამართლო არ იყო, ეს მოსყიდული სასამართლოა. თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - განაცხადა რეზო დუმბაძემ.

ის 19 ნოემბერს, გამთენიას დააკავეა მელიქიშვილზე:

"ვიდექი, ვაპროტესტები მოვარდნენ შავფორმიანები და დამაკავეს. ერთი 7 კაცი იყო, ეგეთ ჯანზეც არ ვარ, რომ წინააღმდეგობა გამეწია. წიხლით იყო ცემა დაკავებისას მანქანაში ხელით, ჩემთან ერთად დაკავების მანქანაში იყო 4-5 დაკავებული, ისინი ჩემი მოწმეები არიან", - ამბობს დუმბაძე.

13:45 5.12.2024

"გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, მოსამართლე ლილე მილდენბერგერმა თამარ ზერეკიძეს 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. დარბაზში მყოფმა პირმა სასამართლო დარბაზში კონსტიტუცია დატოვა და მოსამართლეს "კლანის წევრი" უწოდა.

თარამ ზერეკიძე
თარამ ზერეკიძე

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG