კითხვა პასუხი თამარ ზერეკიძის ადვოკატსა და შსს-ს იურისტს შორის:
- სად გადაკეტა გზა თამარ ზერეკიძემ?
- მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?
- იცით რამდენი კილომეტრია მტკვრის მარჯვენა სანაპირო?
- არ დამითვლია.
- იცით, რომ ოქმში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი
ამის შემდეგ მოსამართლემ ადვოკატს შენიშვნა მისცა:
"პაექტრობის ეტაპზე თქვით თქვენი სათქმელი, იმას ვერ აპასუხებინებთ, რაც თქვენ გინდათ, ისიც შეუძლია, რომ არ გიპასუხოთ.... გიპასუხათ ბატონო, შენჩნეული ხართ, რომ არ უსმენთ".
მოსამართლის ამ სიტყვებს დარბაზში რეაქცია მოჰყვა:
"ამ შეიკავეთ თავი ჩაღიმებისგან ან შევეცდები არ დაგაჯარიმოთ, რადგან დიდია ჯარიმა, მაგრამ დარბაზიდან გაგაძევებთ. სასაცილოს მე ვერ ვხედავ აქ ვერაფერს ბატონო", - თქვა მოსამართლე ლილე მილდენბერგერმა.
ამ წუთებში მოსამართლე ლილე ლინდერბერგერი აქტივისტ თამარ ზერეკიძის საქმეს განიხილავს. მას 10 ნოემბერს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
დღეს სასამართლო წინა ორი დღისგან განხვავებით ნაკლებად დატვირთულია, იმდენად ნაკლებად, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების საქმეების პარალელურად, გზის "ხელოვნურად გადაკეტვის" ბრალდებით (სანაპიროები და ჭავჭავაძის გამზირი) ადმინისტრაციული წესით დაბარებულების საქმეების განხილვაც ესწრება.
გიორგი ტაბატაძე, ნათია ძიძიგურის ადვოკატი: მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნა გამოიყენა ეს არ ათავისუფლებს მას იმისგან, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. არ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა დაკავების მანქანაში სექსუალური შევიწროვების შემთხვევაზე, რადგან უშუალოდ ამ დავას არ ეხებოდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, პოლიციელი, რომელიც დაიკითხა, დაკავების ადგილზე საერთოდ არ იყო.
ფორუმი