Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

12:42 5.12.2024

ნათია ძიძიგური მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

ნათია ძიძიგური
ნათია ძიძიგური

12:26 5.12.2024

შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ თქვა, რომ ნათია ძიძიგურისგან სახდელს არ ითხოვენ, არც პატიმრობას, "მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა" . ძიძიგურის ადვოკატის თქმით, შენიშვნის გამოცხადების საფუძველიც არ არსებობს და ის სრულად უნდა გათავისუფლდეს ნებისმიერი ადმინისტრაციული სასჯელისგან.

12:20 5.12.2024

ნათია ძიძიგურის პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პირველად ორი ვიდეო, როგორც მტკიცებულება წარადგინა ძიძიგურის ადვოკატმა. ამის შემდეგ შსს-ს იურისტმა თავისი ვიდეომტკიცებულების მოხსნის შუამდგომლობა დააყენა და ეს ახსნა იმით, რომ იგივე კადრები აქვს, ერთი განსხვავებით, "მხოლოდ დაკავების ნაწილი".

ნათია ძიძიგური
ნათია ძიძიგური

11:54 5.12.2024

პოლიციელ ანა ჩაკვეტაძის ჩვენება: "აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ჭავჭავაძისა და ვარაზისხევის კვეთა. დილის 7-ის მერე დაიწყო მოწოდება აქციის დაშლაზე, ასეც მოიქცნენ მაგრამ ასე 15-10 წუთში მოხდა მელიქიშვილის გამზირის პარალიზება, მათ შორის იყო ნათია ძიძიგური. ის ხელოვნურად კეტავდა გზას და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით, პოლიციელების მიმართ არა, უმისამართო გინებას ჰქონდა ადგილი.

უშუალოდ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავება, მე ხელი არ მომიკიდია დაკავებულისთვის, ამას დამიდასტურებენ სხვა ჩემი თანამშრომლები.

გზის სავალ ნაწილზე დავაკავეთ, 8 საათის შემდეგ".

ნათია ძიძიგური ამბობს, რომ პოლიციელის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება. ის ფაქტობრივ შეცდომებს უშვებს, დაკავების ადგილზე, დროსა და ვითარებაზე.

ადვოკატის და პოლიციელის კითხვა-პასუხი:

- კონკრეტულად რა გააკეთა ნათიამ?
- ასე კონკრეტული მოქმედება არ მახსოვს.
- რას იძახდა?
- არ მახსოვს
- აბა რისთვის შეუდგინეთ ოქმი?

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG