ნათია ძიძიგურის პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პირველად ორი ვიდეო, როგორც მტკიცებულება წარადგინა ძიძიგურის ადვოკატმა. ამის შემდეგ შსს-ს იურისტმა თავისი ვიდეომტკიცებულების მოხსნის შუამდგომლობა დააყენა და ეს ახსნა იმით, რომ იგივე კადრები აქვს, ერთი განსხვავებით, "მხოლოდ დაკავების ნაწილი".
პოლიციელ ანა ჩაკვეტაძის ჩვენება: "აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ჭავჭავაძისა და ვარაზისხევის კვეთა. დილის 7-ის მერე დაიწყო მოწოდება აქციის დაშლაზე, ასეც მოიქცნენ მაგრამ ასე 15-10 წუთში მოხდა მელიქიშვილის გამზირის პარალიზება, მათ შორის იყო ნათია ძიძიგური. ის ხელოვნურად კეტავდა გზას და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით, პოლიციელების მიმართ არა, უმისამართო გინებას ჰქონდა ადგილი.
უშუალოდ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავება, მე ხელი არ მომიკიდია დაკავებულისთვის, ამას დამიდასტურებენ სხვა ჩემი თანამშრომლები.
გზის სავალ ნაწილზე დავაკავეთ, 8 საათის შემდეგ".
ნათია ძიძიგური ამბობს, რომ პოლიციელის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება. ის ფაქტობრივ შეცდომებს უშვებს, დაკავების ადგილზე, დროსა და ვითარებაზე.
ადვოკატის და პოლიციელის კითხვა-პასუხი:
- კონკრეტულად რა გააკეთა ნათიამ?
- ასე კონკრეტული მოქმედება არ მახსოვს.
- რას იძახდა?
- არ მახსოვს
- აბა რისთვის შეუდგინეთ ოქმი?
ნათია ძიძიგურის თქმით, ის იდგა ტროტუარზე, დაინახა პოლიციის მანქანა, რა დროსაც პოლიცია მოქალაქეს აკავებდა. "მივედი და ვიკითხე რატომ აკავებდა. პოლიციელი იქცეოდა აგრესიულად და მოუწოდებდა სხვებს დავეკავებინე. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც არავის მოუწოდებია რაიმე, რომელსაც არ დავემორჩილებოდი".
ადვოკატმა შსს-ს იურისტს ჰკითხა: რით ამტკიცებთ, რომ პოლიციას აგინებდა?
შსს: მოწმე პოლიციელის ნლანა ჩაკვეტაძის ჩვენებით.
ნათია ძიძიგური: ამ პოლიციელს მე არ დავუკავებივარ, სხვებმა დამაკავეს. შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები იყვნენ. მას შევხვდი სამმართველოში მისვლის შემდეგ.
შსს-ს იურისტების ტექსტი საქმეების უმრავლესობაზე იდენტურია: "აღნიშნული პირი არღვევდა წესრიგს და იგინებოდა უმისამართოდ".
ფორუმი