საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც „აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.
პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა.
„ჩვენ გვაქვს რუსული რეპრესიები, სპეცრაზმით, რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან (...) რომ გამწვავდეს მათი სისასტიკეც და წინააღმდეგობაც“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციები „მთელი ქვეყნის აჯანყებაა".
„ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებაზე ოფიციალური პოზიციის გაგების მოტივით, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ფორუმი