შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 29-30 ნოემბრის ღამით საპროტესტო აქციაზე 107 ადამიანი დააკავეს
სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, აქტიურად გამოხატონ პოზიცია.
"დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკესი, დაუნდობელი, რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება!", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკის პოსტში.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს სთხოვს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ მედიაში, საელჩოებთან, ან საქართველოში ჩამოსვლით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში ბოლო ორ დღეში სამართალდამცველების მიერ პროევროპული აქციების დაშლას და შეშფოთებას გამოხატავს ძალის გადამეტების შესახებ ცნობებზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"სირცხვილია!" - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინსტაგრამის სთორიში და აქციის მონაწილეზე სპეცრაზმის ძალადობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
ფორუმი