Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

00:26 30.11.2024

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმისგან გასროლილი რეზინის ტყვიით დაშავდა.

ბრაჭველს დაზიანება აქვს თვალთან და სახის არეში. "ტვ პირველთან" საუბარში იგი იხსენებს, რომ სპეცრაზმთან 100 მეტრის მოშორებით იდგა, რა დროსაც რეზინის ტყვია გაისროლეს და მას მოხვდა.

00:27 30.11.2024

საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შსს-ს წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რადგან აქცია მშვიდობიანია. ზურაბიშვილის მიმართვა გავრცელდა იქამდე, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის დაშლას დაიწყებდა

00:40 30.11.2024

დედაქალაქის მსგავსად ბათუმშიც დაიწყო პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება. აქციაზე მყოფთა ცნობით, დაკავებულია ოთხი ადამიანი.

პოლიცია მოქალაქეებს აკავებს თბილისშიც. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

პოლიციელები მოქალაქეების დაკავების დროს მათზე ფიზიკურად ძალადობენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

00:43 30.11.2024

საპატრიარქო საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება. ამ განცხადებით ეკლესია ხელისუფლებას ირიბად უჭერს მხარს, მედიას ახსენებს საკუთარ ფუნქციას და საზოგადოებას თავშეკავებას სთხოვს და მოუწოდებს შეცვალოს "განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება."

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG