Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

00:47 30.11.2024

სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით შლის - პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან.

01:00 30.11.2024

ექიმის თქმით, მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უტარდება კვლევები

"TV პირველის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მას პირველადი კვლევები ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ესაუბრა ჟურნალისტებს. ექიმის თქმით, გაფრინდაშვილი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, თუმცა აქვს ჩივილები, რომლის საფუძველზეც ექიმის რეკომენდაციაა, რომ ის კლინიკაში დარჩეს 24 საათის განმავლობაში.

01:04 30.11.2024

01:12 30.11.2024

დემონსტრაციის მეორე დღის გაშუქებისას კვლავ დაშავდნენ ჟურნალისტები

29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG