Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

01:24 9.12.2024

პროევროპულ აქციებზე მყოფნი მოქალაქეები „ფეისბუკში“ წერენ, რომ მათთვის უცნობი ადამიანები მობილურ ტელეფონებზე ურეკავენ და ემუქრებიან.

ბოლო 11 დღის განმავლობაში და მანამდე თბილისში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი აქტიური ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი წერს, რომ მუქარის შესახებ ზარი შევიდა მის სატელეფონო ნომერზეც.

„ჩემი სიმ ბარათი დევს ელენეს ტელეფონში და ახლა დაურეკეს თურმე და შემოუთვალეს, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში“, - აცხადებს ღლონტი.

00:41 9.12.2024

8 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებსაც გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რომლის მონტაჟი თბილისის მერიამ 8 დეკემბერს გამთენიისას დაიწყო, საპროტესტო აქციების დარბევისას დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ნაძვის ხეს ასევე ამშვენებს საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯასთან ერთად, ასევე მოითხოვენ იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების დროს ან დასრულების შემდეგ დააკავეს.

17:22 8.12.2024

პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ.

16:22 8.12.2024

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG