დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რომლის მონტაჟი თბილისის მერიამ 8 დეკემბერს, გამთენიისას დაიწყო, საპროტესტო აქციების დარბევისას დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ნაძვის ხეს ასევე ამშვენებს საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯასთან ერთად, ასევე მოითხოვენ იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების დროს ან დასრულების შემდეგ დააკავეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ხსნის დღის წესრიგიდან. საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები.
მეთერთმეტე ღამეა, ამ მოთხოვნებით თბილისში დემონსტრაციები იმართება.
6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკავეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე ღამეს საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა და ასევე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 დეკემბრის მონაცემებით, 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი. ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმის წარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ. მათგან 62-ის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ - ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენების მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები.
შს სამინისტროს არ ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია ძალის გადამეტების ან კანონდარღვევის გამო პასუხისგებაში მიცემული პოლიციელების შესახებ.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი