"კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ ქმნიან რეესტრს, რომელშიც შევა ყველა დაზარალებული და ყველა მოძალადე, ვინც “პროდასავლური საპროტესტო აქციების მონაწილეებს "მასობრივად დევნის, აწამებს და უწყობს ტერორს“.
ონლაინ გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ პოლიციელებიც, თუმცა მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.
როგორც "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციასთან მიდიან მოქალაქეები და მიმართავენ, რომ ჰქონდეთ რაიმე რეაგირება მათთან ახლოს მომხდარ ფაქტზე, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელი მანქანიდან არ გადმოდის, მეორე კი მოქალაქეების მოწოდების მიუხედავად მანქანაში მშვიდად ჯდება.
თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილ მსახიობებსა და მოქალაქეებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი შეხვდა.
აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და მისი პოზიციის მოსმენას 5 დეკემბერს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის შესახებ.
ფორუმი