აქციებზე მოსიარულე ორ აქტიურ მოქალაქესთან, ბესო ჭუმბურიძესთან და მიხეილ ზაქარეიშვილთან ერთად ვსაუბრობთ დაკავებისას მიღებულ გამოცდილებაზე - ორივე მათგანმა საკუთარ თავზე გამოცადა ძალადობა პოლიციის მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ჯერჯერობით, უცნობია, რა საქმის ფარგლებში დააკავეს ახალგაზრდა მსახიობი
დაკავებულია ასევე იუმორისტი ონისე ცხადაძე. ამის შესახებ მისმა ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა
საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალეკო ელისაშვილს, ბრალი წაუყენა. მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ალეკო ელისაშვილი პოლიციამ გუშინ, 4 დეკემბერს, დააკავა „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა.
ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურმა მედიამ გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა აქციაზე დაკავებულ გიორგი ხაჭაპურიძეს.
სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.
გიორგი ხაჭაპურიძე სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, 4 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს.
ამბობს, რომ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავებისას კი შეასხეს წიწაკის სპრეი.
დაკავებული კაცი სისხლიანი შარვლითა და ქურთუკით მიიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახეზე ეტყობოდა ცემის კვალიც.
ფორუმი