Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

16:07 3.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრავისს, ბრიტანეთის მოქალაქეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 2 დეკემბერს მიიღო

16:05 3.12.2024

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

14:48 3.12.2024

ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ.

14:17 3.12.2024

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG