შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე“ მიმდინარეობს.
„დაკავებული არავინ არ არის", - აცხადებენ უწყებაში და არ პასუხობენ დამაზუსტებელ კითხვას, რას ეხება „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე".
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც „აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.
პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა.
ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ის მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე.
ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმებმა მას შემდეგ შეითრიეს კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს.
ფორუმი