Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს „კონტრაქტნიკებს“ არმიიდან გათავისუფლება მხოლოდ 65 წლის მიღწევის შემდეგ შეეძლებათ


ე.წ. კონტრაქტნიკების ფიცის მიღების ცერემონია სევასტოპოლში
ე.წ. კონტრაქტნიკების ფიცის მიღების ცერემონია სევასტოპოლში

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე პირების გათავისუფლება შეუძლებელია 50 წლის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რაც მობილიზაციამდე იყო დადგენილი. ახლა მათ, ვინც ხელი მოაწერა კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, არმიაში უნდა იმსახურონ ან 65, ან 70 წლამდე, მათი წოდებიდან გამომდინარე. ამის შესახებ სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „კონტრაქტნიკმა“ სარჩელით სასამართლოს მიმართა. იგი ითხოვდა სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო მუხლი, რომლის მიხედვითაც, „კონტრაქტნიკებს მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 65 წლის არიან (ოფიცრებისთვის ასაკობრივი ზღვარი 70 წელია).

ამ კანონის ძალაში შესვლამდე, მოქმედებდა კიდევ ერთი კანონი, რომლის მიხედვითაც, „კონტრაქტნიკის“ დემობილიზაცია 50 წლის ასაკის მიღწევისთანავე შეიძლებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ კანონში წინააღმდეგობებს ვერ ხედავს, რადგან ახალმა კანონმა ახალი ასაკობრივი კატეგორიების რეგულირება მოახდინა.

  • რუსეთში 2023 წლის ივნისში მიიღეს კანონი, რომლითაც კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მიღებული მოქალაქეების ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG