პარლამენტის სპიკერის, ნაბიჰ ბერის თანაშემწე, ალი ჰასან ხალილი ამბობს, რომ ლიბანმა თავისი წერილობითი პასუხი მიაწოდა ლიბანში აშშ-ის საელჩოს და თეთრი სახლის წარგზავნილი, ამოს ჰოკსტინი ბეირუთში მიემგზავრება მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
ისრაელს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
18 ნოემბერს, საღამოს, ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ლიბანის დედაქალაქის ცენტრზე - პარლამენტის, საელჩოების და გაეროს შტაბ-ბინის შენობებთან მდებარე არეალზე, იუწყება ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაჭრილია 24 პირი.
სექტემბრის ბოლოდან ისრაელმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ლიბანის დაბომბვა. ისრაელი აცხადებს, რომ გააუვნებელყოფს ექსტრემისტულ ჯგუფს, ჰეზბოლას და აღკვეთს ჰეზბოლას იერიშებს ისრაელზე.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
ფორუმი