Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება - პრემიერი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი პარლამენტის პირველ შეკრების ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და ის, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.

კობახიძის სიტყვებით, საამისოდ, პარლამენტს, არც ერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია:

„ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი სიტყვებითვე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს“.

ირაკლი კობახიძემ ასევე მოელის, რომ ოპოზიცია საბოლოოს პარლამენტში მაინც შევა. მან თქვა, რომ პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით განცხადებები "კანონდარღვევით დაწერეს იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა":

„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიციისათვის კი ეს არჩევნები გაყალბებულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG