Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: მადლობა ცესკოს, მადლობა პატრიარქს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის და ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები „ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა“. ხოლო ოპოზიციამ მისი თქმით:

„კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება“.

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ცესკოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს, როცა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა და განაცხადა, რომ მომხდარს შესაბამისი უწყება შეაფასებს.

პრემიერი ასევე მადლობას უხდის ილია მეორეს მილოცვისათვის და ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თითოეული გზავნილი, არის ძალიან ყურადსაღებო:

ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG