Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დრონებით რუსეთის ახალი შეტევა მოიგერია


რუსეთის მიერ ცეცხლის დაშენის შემდეგ, კიევის მახლობლად. 13 ნოემბერი, 2024 წელი
რუსეთის მიერ ცეცხლის დაშენის შემდეგ, კიევის მახლობლად. 13 ნოემბერი, 2024 წელი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 59-დან 21 დრონი, რომლებიც უკრაინას დაუშინა რუსეთის არმიამ 14 ნოემბერს დილით.

ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ფლოტი.

ამავე ინფორმაციით, დანარჩენი 38 დრონი დაიკარგა მას მერე, რაც მათი სანავიგაციო სისტემები ჩაახშო უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემამ.

დონეცკის ოლქის პროკურატურის თანახმად, სოფელ შევჩენკოში ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 14 ნოემბრის დილით ჩამოაგდო უკრაინის ორი დრონი- ერთი კურსიკის და მეორე ბელგოროდის ოლქში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG