Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მილანში მიფრინავდა, ერთი საათია თბილისის თავზე დაფრინავს


flightradar24-ის მონაცემები
flightradar24-ის მონაცემები

Georgian Airways-ის ​თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში მიფრინავდა, უკან ბრუნდება. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზია.

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი, საწვავის დაწვის მიზნით, ათამდე წრე დაარტყა.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.

განახლება: ახალი ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, 13:22 საათზე, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG