Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპთან "ირანის საფრთხის" განხილვის შემდეგ ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ტრამპთან "ირანის საფრთხის" განხილვის შემდეგ ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა


არქივის ფოტო. დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მათ 7 ნოემბერს "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს.
არქივის ფოტო. დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ. მათ 7 ნოემბერს "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს.

ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათში მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს.

მსოფლიო ლიდერებს შორის ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრამპს გამარჯვება მიულოცა და მის ხელახლა არჩევას "ისტორიაში უდიდესი დაბრუნება" უწოდა. "სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი "შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის" და "განიხილეს “ირანის საფრთხე", - ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში.

ამის შემდეგ მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას - რომელსაც ირანი უჭერს მხარს - მთავარ ბასტიონზე ბეირუთის სამხრეთში.

ჰეზბოლა შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ევროკავშირი კი ტერორისტულად მიიჩნევს მხოლოდ მის სამხედრო ფრთას - ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.

AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინა ოთხი უბანი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG