შემთხვევა ღამით მოხდა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, „მუხრანის სავანის“ სხვა ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კვლევები და გადანაწილდნენ თავშესაფრებში.
„მუხრანის სავანეში“ ხანძრის გაჩენას მოგვიანებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის გაჩენაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.
მასალა განახლდა სახალხო დამცველის განცხადებით.
ფორუმი