Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი მზადაა, შეუერთდეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთისა და ბრაზილიის გეგმას, რომელიც ზელენსკიმ უკვე უარყო


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო. კომარნო, სლოვაკეთი. 22 ოქტომბერი, 2024 წელი. ფიცომ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო. კომარნო, სლოვაკეთი. 22 ოქტომბერი, 2024 წელი. ფიცომ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ.

ფიცო 1 ნოემბერს, პეკინში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით "არის სამართლიანი, ობიექტური და კონსტრუქციული".

ჩინეთმა და ბრაზილიამ აგვისტოში ერთობლივად გამოაქვეყნეს "ექვსპუნქტიანი კონსენსუსი", რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მიღწევას.

გეგმა გულისხმობს ბრძოლების შენელებას და იმის აღიარებას, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებას "დესტრუქციული" და "უმეტესად პრორუსული" უწოდა, რადგან ის უკრაინის მხრიდან კომპრომისს მოითხოვს და კიევის მონაწილეობის გარეშე იქნა შემუშავებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG