უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს იმ შემთხვევაშიც, თუკი კიევის მოკავშირეები არ დაეთანხმებიან მის „გამარჯვების გეგმას“.
ზელენსკი იმყოფება ბრიუსელში, სადაც თავისი გეგმა ევროკავშირის ლიდერებს წარუდგინა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ კიევი გააგრძელებს მშვიდობის მეორე სამიტისთვის მზადებას.
ამავე დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან საუბრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩაატარა და პარტნიორთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის გეგმას.
„გამოსულთა უმრავლესობა მთლიანად ემხრობოდა გამარჯვების გეგმას. მოხარული ვარ, რომ ჩემგან ზოგიერთი დეტალი გაიგეს,“ მოჰყავს ზელენსკის სიტყვები „ინტერფაქს-უკრაინას“.
ფორუმი