Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის გამო უკრაინაში 585 ბავშვი დაიღუპა


უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაზე რუსეთის იერიშის შემდეგ. ბავშვის სათამაშო შენობის ნანგრევებში. 11 აპრილი, 2022 წელი. ომის შედეგად უკრაინაში 585 ბავშვი დაიღუპა, იტყობინება უკრაინის გენპროკურატურა.
უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაზე რუსეთის იერიშის შემდეგ. ბავშვის სათამაშო შენობის ნანგრევებში. 11 აპრილი, 2022 წელი. ომის შედეგად უკრაინაში 585 ბავშვი დაიღუპა, იტყობინება უკრაინის გენპროკურატურა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 585 ბავშვი, 1664 არასრულწლოვანი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბავშვების უმეტესობა დაიღუპა და დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებში.

ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეონიდ ტიმჩენკომ თქვა, რომ ომის გამო 1700-ზე მეტი ბავშვი ითვლება დაკარგულად.

საერთო ჯამში, განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სიაში 52 ათასზე მეტი ადამიანია.

რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG