Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრისთვის დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეუფარდეს


საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრა მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე
საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრა მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებით დაკავებულ ძმებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ განჩინება დღეს, 1 ნოემბერს, გამოსცა.

დაკავებულთაგან ერთი (როვშან ისკანდაროვი) მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მეორე კი მისი ძმაა (ექბარ ისკანდაროვი). ისინი ბრალს არ აღიარებენ და ირწმუნებიან, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები დამონტაჟებულია.

„რომ ამბობენ გაყალბებას. მე არ მჭირდება გაყალბება. ყველამ იცის, რომ 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს ამ ადმინისტრაციულ ერთეულში და ყველა, 100 პროცენტი, ჩემს გვერდით არიან... თუ ვინმე ვიდეოკადრებში მონტაჟს აკეთებს, იმის გამო უშვებენ ციხეში, ესეც რა ვიცი... ეს საქმე დაგეგმილი იყო. ამაში დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს, რომ ეს „ნაცმოძრაობის“ სასამართლო არ არის, ეს არის სამართლიანი სასამართლო - მაღლა ღმერთს და დაბლა თქვენ გენდობით“, - მიმართა როვშან ისკანდაროვმა მოსამართლეს.

26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, იმ დროს მედიისთვის უცნობი კაცი როგორ ყრიდა ყუთში ბიულეტენებს მარნეულის 69-ე უბანზე.

მალევე სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (არჩევნების გაყალბების) მუხლით საქმის გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცესკომ კი იმ უბნის შედეგები გააუქმა.

არჩევნების დღეს, ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მარნეულში, 69-ე უბანზე, ბიულეტენების ჩაყრა მან „ნაცმოძრაობას“ დაუკავშირა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG