გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, გერმანია თავის ტერიტორიაზე ირანის სამ საკონსულოს დახურავს, რაც არის რეაქცია ირანში ირანულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე პირის სიკვდილით დასჯაზე.
მაგრამ სამინისტრო დასძენს, რომ კვლავ მოქმედებს თეირანის საელჩო გერმანიაში.
“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები დაბალზე უფრო ქვემო დონეზეა”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში.
ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის გამო, გერმანიამ გაიწვია ირანში თავისი ელჩი და საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.
ფორუმი