უკრაინის ვერხოვნა რადამ კიდევ 90 დღით, 2025 წლის 7 თებერვლამდე, გაახანგრძლივა ქვეყანაში მოქმედი სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.
სამხედრო მდგომარეობის შესახებ ეს უკვე მე-13 კენჭისყრა იყო უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
აქამდე სამთვიანი ვადა 9 ნოემბრამდე გაგრძელდა. საგანგებო რეჟიმის პერიოდში შეიძლება დროებით შეიზღუდოს მოქალაქეთა ცალკეული უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც კონსტიტუციით არის გარანტირებული.
როგორც „რბკ-უკრაინა“ აღნიშნავს, უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა პირველად შემოღებულ იქნა 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღეს. იმავე დღეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვები დაუწესა 18-60 წლის მამაკაცებს.
ფორუმი