Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

13:53

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ(უსკო) დღეს, 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები. 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან შედარებით, მმართველი პარტიის შედეგი მცირედით გაზრდილია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა არჩევნებში მონაწილე 11-დან ხუთმა სარჩევნო სუბიექტმა.

უსკოს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით ხმები ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება” – 109 718 ხმა(57.38%);

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 27 300 ხმა(14.28%);

„გახარია საქართველოსთვის” – 16 516 ხმა(8.64%);

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” – 16 080 ხმა(8.41%);

„ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის!” – 12 072 ხმა (6.31%).

ეს მონაცემები ეფუძნება რეგიონში გახსნილი 317 უბნიდან 315-ის შედეგებს.

14:06

14:13

14:42

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG