Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

01:49 30.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.

ჯო ბაიდენი, განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, საუბრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც მისივე სიტყვებით, დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.

"სულ ახლახან, საქართველოში ჩატარდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რაც დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი", - წერს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. "უცხოური გავლენის შესახებ კანონი", რაც მისივე შეფასებით, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და "დაუყოვნებლივ" დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში, არჩევნების მთლიანობის აღსადგენად.

"ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად", - აცხადებს ბაიდენი.

იგი, ასევე "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო:

"აშშ დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის ამოქმედებით, რაც რუსულ კანონებს იმეორებს, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის".

21:26 29.10.2024

„ევროპულ საბჭოზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იქნება“ - სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში

18:46 29.10.2024

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი განცხადებით ეხმაურება საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და "არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს" "ძლიერ შემაშფოთებელს" უწოდებს.

ბორელის განცხადებით, "საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე არჩევნების დღეს. მათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ".

"მე ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

18:44 29.10.2024

პრეზიდენტი და ოპოზიცია აქციაზე, ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, არჩევნების დარღვევებზე მსჯელობა გრძელდება

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG