Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

08:55 26.10.2024

60% გვექნება, ყველას მოვუწოდებ ცესკოს შედეგების აღიარებისკენ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე: 60% გვექნება
ირაკლი კობახიძე: 60% გვექნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის ბოლოს ხმების 60% ექნება და ოპოზიციურ პარტიებს ამ შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას... ვაღიარებთ იმას, რასაც ცესკო დადებს. ეს იქნება ოცნების 60%-იანი მხარდაჭერა“, - განაცხადა მან დილის 08:50-ზე, ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა თქვა, რომ კვლევებს ეყრდნობა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ კვლევას გულისხმობს.

08:35 26.10.2024

ხმა მისცეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 08:35 საათისთვის მისცა ხმა არჩევნებში.

პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტებთან უბანზე რამდენიე წუთის განმავლობაში საუბრისსა უთხრა, რომ ოპოზიცია უნდა „შეეგუოს“, როდესაც დღის ბოლოს მმართველ პარტიას „ხმების 60%“ ექნება.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამსახურებებსა და დაპირებებზე, ასევე, მოლოდინზე, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

ხმა მისცმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც კრწანისში, 72-ე საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანზე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, უღმერთობასა და სულიერებას შორის“.

08:12 26.10.2024

პრეზიდენტმა ხმა მისცა

დილის 08:10 საათისათვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - ერთ-ერთმა პირველმა პოლიტიკურ ლიდერებს შორის - არჩევნებში ხმა მისცა.

„მე ხმა მივეცი არა „ვის“, არამედ „რას“ - ახალ საქართველოს, რისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ;

იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები;

იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო.

დღეს საღამოს დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

08:04 26.10.2024

სახლიდან გასვლის წინ - 10 მთავარი რჩევა არჩევნებისთვის

დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება.

ხომ გახსოვთ, ამომრჩევლების 90% ელექტრონული წესით აძლევს ხმას.

ელექტრონული ბიულეტენები ძველებურზე გაცილებით დიდი ზომისაა და სპეციფიკურიც. მაგრამ ხმის მიცემაში რთული მაინც არაფერია.

რა უნდა იცოდეთ არჩევნების დღისთვის?

რადიო თავისუფლებამ ათი ძირითადი რჩევა შეაგროვა.

#1 მთავარია მისვლა

#2 ვერავინ გაიგებს, ვის მიეცი ხმა

#3 უნდა დაადასტურო ვინაობა

#4 იფხიზლე მარკირებისას

#5 გახსოვდეს, სწორად შეავსო ბიულეტენი

#6 შეგიძლია ახალი ბიულეტენი მოითხოვო

#7 ფოტოსა და ვიდეოს ნუ გადაიღებ

#8 დაელოდე აპარატს

#9 დღის ბოლოს, უბნების დახურვისას, რიგში მდგომს უკან ვერ გაგაბრუნებენ

#10 თვალი ადევნე, რა ხდება უბანზე

უფრო ვრცლად:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG