Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

08:00 26.10.2024

საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

08:00 საათიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა
08:00 საათიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაიწყო.

დილის 8 საათიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, ხმა მისცენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები 3.5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი 3111 საარჩევნო უბანზე გააკეთებს არჩევანს 18 პარტიას შორის.

ახალი, 150-წევრიანი პარლამენტი კენჭისყრის დღიდან მაქსიმუმ 40 დღეში შეიკრიბება.

წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება, - აღარ არიან მაჟორიტარები, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში ირჩევდნენ.

პარლამენტში წარმომადგენლობა ეყოლება ყველა პარტიას, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

სააარჩევნო უბნები საქართველოში საღამოს 8 საათისთვის დაიხურება.

2024 წლის არჩევნები პირველად ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - უბნების უმრავლესობაზე მოქალაქეები ახალი წესით მისცემენ ხმას.

ინსტრუქცია, აი, აქ შეგიძლიათ ნახოთ:

საზღვარგარეთ გახსნილია 42 საარჩევნო უბანი, - იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს.

26 ოქტომბერსვე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, იმართება იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, - რომელსაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) ატარებს.

აი, კიდევ რამდენიმე საინტერესო რიცხვი:

  • 135 922 ახალგაზრდას წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
  • საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 95 910 ადამიანია რეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, ხმის მიცემის დასრულებიდან 1-2 საათში გამოაქვეყნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG