Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი აზერბაიჯანს უფლებების დარღვევებისთვის აკრიტიკებს


ევროპარლამენტი აზერბაიჯანს უფლებების დარღვევებისთვის აკრიტიკებს.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანს უფლებების დარღვევებისთვის აკრიტიკებს.

24 ოქტომბერს ევროპარლამენტმა დაგმო ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა აზერბაიჯანის მხრიდან და განაცხადა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს თავისი დამოკიდებულება მის გაზზე.

მკაცრად ფორმულირებული რეზოლუციით, 453-მა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებს, რომლებიც "შესამჩნევად გახშირდა" კლიმატის საკითხებზე გაეროს კონფერენციის წინ, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს ბაქოში.

"აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევები შეუთავსებელია მისი მხრიდან კლიმატის კონფერენციის მასპინძლობასთან. მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ეს შეკრება გამოიყენონ ლაპარაკის შესაძლებლობად ამ სფეროში ამ ქვეყნის ხანგრძლივ ცუდ მაჩვენებელზე", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG