Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი და ლემი ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას მოითხოვენ  


ღაზის სექტორი, დეირ ალ-ბალაჰის დევნილთა თავშესაფარი ისრაელის მიერ დაბომბვის შემდეგ. 14 ოქტომბერი, 2024 წელი.
ბორელი და ლემი ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას მოითხოვენ.
ღაზის სექტორი, დეირ ალ-ბალაჰის დევნილთა თავშესაფარი ისრაელის მიერ დაბომბვის შემდეგ. 14 ოქტომბერი, 2024 წელი. ბორელი და ლემი ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას მოითხოვენ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულება მოითხოვეს.

გერმანიის გამოცემა "ჰანდელსბლატში" ორმა პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წაიკითხავთ, რომ ძალადობის ახალი აღზევება არავის ინტერესებშია. ისინი მოითხოვენ, რომ ღაზის სექტორში და ლიბანში დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი.

პირველად მას მერე, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს გამოეყო, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლემის სახით, მონაწილეობს ევროკავშირში თავისი კოლეგების შეხვედრაში.

ამ შეხვედრაზე ირანს ახალი სანქციები უნდა დაუწესონ.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში სდებენ ბრალს.

ლუქსემბურგში შეხვედრის თემაა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი. მასში ვიდეოკავშირის საშუალებით ჩაერთვება ასევე უკრაინის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG