Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია “ბოინგი” 17 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს მასშტაბური გაფიცვის ფონზე


"ბოინგის" თანამშრომელთა გაფიცვა
"ბოინგის" თანამშრომელთა გაფიცვა

გიგანტური ავიაკომპანია “ბოინგი” (Boeing) 17 000 სამუშაო ადგილს, ანუ მსოფლიოში მის მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10%-ს, შეამცირებს და ასევე, ერთი წლით გადადებს თვითმფრინავ 777X-ის პირველ მიწოდებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია მესამე კვარტალში რეკორდულ, 5 მილიარდ დოლარს იზარალებს მასშტაბური გაფიცვის ფონზე, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.

“ბოინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ორტბერგმა განაცხადა, რომ საგრძნობი შემცირება საჭირო გახდა " ფინანსური რეალიებთან შესატყვისობიდან გამომდინარე”. შემცირება გავლენას მოახდენს კომპანიის ხელმძღვანელებზე, მენეჯერებსა და თანამშრომლებზე. ორტბერგის თქმით, მან “ბოინგის” მომხმარებლებს აცნობა, რომ 777X-ის თვითმფრინავის პირველი მიწოდება ახლა მოსალოდნელია განხორციელდეს 2026 წელს, მოდელის შემუშავების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, ფრენის ტესტების შეჩერებისა და სამუშაო შეწყვეტის გამო.

კომპანია “ბოინგის” 30 000-ზე მეტი თანამშრომელი სიეტლიდან და პორტლენდიდან, რომლებიც მანქანათმშენებელთა და კოსმოსური მუშაკთა პროფკავშირების საერთაშორისო ასოციაციის წევრები არიან, ხელფასის 40%-იან ზრდას ითხოვენ. კომპანია გამოვიდა წინადადებით ხელფასების 25% - ით გაზრდის შესახებ, მაგრამ გაფიცულებმა ეს წინადადება უარყვეს.

სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, თანამშრომელთა გაფიცვა Boeing-ს თვეში 1 მილიარდი დოლარი უჯდება

ფორუმი

XS
SM
MD
LG