Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Boeing-ის მწარმოებელს 737 Max-ის მოდელის გამო ახალი პრობლემა აქვს


Alaska Airlines-ის 737 Max 9-ის ტიპის თვითმფრინავი ფრენისას გაჩენილი ღიობით დაჯდომის შემდეგ. 5 იანვარი. 2024 წელი
Alaska Airlines-ის 737 Max 9-ის ტიპის თვითმფრინავი ფრენისას გაჩენილი ღიობით დაჯდომის შემდეგ. 5 იანვარი. 2024 წელი

კომპანია Boeing-ს ახალი შეკითხვები გაუჩნდა 737 Max-ის თვითმფრინავების გამო მას შემდეგ, რაც ამ ტიპის ერთ ლაინერს ფრენის დროს ღიობი გაუჩნდა.

Boeing-ს ახლა 737 Max-ის, თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის, უსაფრთხოების მხრივ სირთულეები აქვს მას მერე, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს თვითმფრინავები აღარ იფრენენ და ისინი უნდა შემოწმდეს.

Alaska Airlines-ის განცხადებით, იმ 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავიდან, რომლებიც ფლოტილიაში აქვს, 18-მა ტექნიკური შემოწმება გაიარა და ისინი საფრენად დაშვებულ იქნენ. დანარჩენი თვითმფრინავების შემოწმება გრძელდება.

5 იანვარს ორეგანოს შტატის თავზე მოხდა ინციდენტი, როცა Alaska Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ფუზელაჟს აფრენიდან მალევე, დაახლოებით 5 კილომეტრში დედამიწის ზედაპირიდან, გვერდით ღიობი გაუჩნდა.

მფრინავებმა საავარიო დაჯდომა განახორციელეს. 171 მგზავრს და ეკიპაჟს დასჭირდათ ჟანგბადის ნიღბების გამოყენება. არავინ დაშავებულა სერიოზულად და თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში პორტლენდის აეროპორტში დაბრუნდა.

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ 6 იანვარს მოითხოვა Max 9-ის მოდელების დაუყოვნებლივ შემოწმება. სამმართველოს განსაკუთრებული განკარგულება ეხება 171-მდე თვითმფრინავს მთელ მსოფლიოში და ეს არის ბოლო დარტყმა 737 Max -ის მოდელისთვის, რომელსაც ორი სასიკვდილო ავარია შეემთხვა დებიუტის შემდეგ მალევე.

XS
SM
MD
LG