Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთის არმიის ცეცხლის ქვეშ მოექცნენ აღმოსავლეთ უკრაინაში

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთის არმიის ცეცხლის ქვეშ მოექცნენ აღმოსავლეთ უკრაინაში


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რომან პაჰულიჩი და ოპერატორი პავლო ჰოლოდოვი. 10.10. 2024 წელი
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რომან პაჰულიჩი და ოპერატორი პავლო ჰოლოდოვი. 10.10. 2024 წელი

10 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთის არმიის ცეცხლში მოხვდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, როცა უკრაინის ჯართან ერთად იყვნენ და საბრძოლო მოქმედებებს იღებდნენ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის, Radio Donbas Realities-ის ჯგუფი, რომელშიც შედიან კორესპონდენტი რომან პაჰულიჩი და ოპერატორი პავლო ხოლოდოვი, იღებდა უკრაინული დრონების მოქმედებებს 10 ოქტომბერს, როცა რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა მიიტანეს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე.

პირველი ნასროლი ჭურვი დაეცა პაჰულიჩისა და რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცის გვერდით, რომლებსაც ის ესაუბრებოდა დონეცკის რეგიონში ყოფნისას, ბახმუტთან ახლოს.

ჯგუფი სტაბილიზაციის პუნქტში გადაიყვანეს, სადაც პაჰულიჩს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დაჟეჟილობის გამო, რომელიც აფეთქებული ჭურვის წნევამ გამოიწვია, ხოლო ორ ჯარისკაცს - მსუბუქი დაზიანებების გამო.

ოპერატორი პაველ ხოლოდოვი არ დაშავებულა.

პაჰულიჩი რადიო თავისუფლებაში 2018 წლიდან მუშაობს. ის ომის ფრონტის წინა ხაზებიდან აშუქებს მოვლენებს და ასევე, აანალიზებს უკრაინელი სამხედროების წინაშე მდგარ პრობლემებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG