სტოკჰოლმში 10 ოქტომბერს გამოცხადდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა.
ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა სამხრეთკორეელი ჰან კანი. ის ამ ქვეყნის პირველი ნობელიანტია ლიტერატურის დარგში.
ჰან კანს ნობელის პრემია მიენიჭა „ღრმად პოეტური ლიტერატურული პროზისთვის, რომელიც გამოწვევაა ისტორიულ ტრავმებისთვის და აშიშვლებს ადამიანის სიცოცხლის სისუსტეს“, - წერია ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
სამხრეთ კორეის გარეთ ჰან კანი ცნობილი გახდა თავისი რომანით „ვეგეტარიანელი“, რომლისთვისაც 2016 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ისტორიაში 121 ლაურეატიდან 18-ია ქალი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან განსხვავებით, სადაც პრემია ხშირად ერთდროულად რამდენიმე მეცნიერს ენიჭება, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მხოლოდ ოთხჯერ განაწილდა.
11 ოქტომბერს ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობას გამოაცხადებს.
ნობელის პრემიის ლაურეატები ფულადი ჯილდოს სახით იღებენ 11 მილიონ შვედურ კრონს, რაც წელს 1,1 მილიონ დოლარს უდრის.
ფორუმი