Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

El Mundo: რუსეთის აგენტი გონსალესი ნავალნის უთვალთვალებდა


პაბლო გონსალესი (პაველ რუბცოვი) მთიან ყარაბაღში. 19 აგვისტო, 2024 წელი
პაბლო გონსალესი (პაველ რუბცოვი) მთიან ყარაბაღში. 19 აგვისტო, 2024 წელი

ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ გამოაქვეყნა გამოძიება პაველ რუბცოვზე - რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელზე, რომელიც თავს ესპანელ ჟურნალისტ პაბლო გონსალესად ასაღებდა.

ის პოლონეთში გამოააშკარავეს და რუსეთში დაბრუნდა მასშტაბური გაცვლის შედეგად, აგვისტოს დასაწყისში.

გამოძიების მიხედვით, რომელიც ემყარება რედაქციის მიერ მოპოვებულ წვდომას პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტებზე, ირკვევა, რომ გონსალესი 2017 წელს ესპანეთში უთვალთვალებდა ალექსეი ნავალნის, რომელიც იქ სამკურნალო მიზნებით მოგზაურობდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგენტმა ასევე შეაღწია ჟანა ნემცოვას გარემოცვაში, რამაც მისცა თვალთვალის საშუალება არა მხოლოდ ნემცოვაზე, არამედ ემიგრაციაში მყოფი რუსული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG